მთავარი / სიახლეები / ემრე ჯანი: “ბედნიერი არ ვარ”

ემრე ჯანი: “ბედნიერი არ ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა გერმანულ მედიას განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ბედნიერი არაა. გერმანელი ნახევარმცველი უკმაყოფილოა იმით, რომ მაურიციო სარი პრაქტიკულად თავის გამოჩენის შანსს არ აძლევს.

„ამ მომენტში ბედნიერი არ ვარ. ბევრს არ ვთამაშობ, გასული სეზონისგან განსხვავებით, როდესაც მნიშვნელოვან მატჩებში მივიღე მონაწილეობა. როგორც შემიძლია სიტუაციის გამოსწორება? საქმის კეთებით. ჩემი შანსი ჯერ კიდევ არ მიმიღია, მაგრამ მჯერა ეს დროც მოვა. ძალიან მადლიერი ვარ იოაჰიმ ლიოვის, რადგან იმ დროს გამომიძახა, როდესაც ძალიან ცოტას ვთამაშობ. შანსი მომცა და ბედნიერი ვარ, რომ მოედანზე გავედი“, – თქვა ემრე ჯანმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ემრემ მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა და ისიც ცვლილებაზე. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის განაცხადში კი, სარიმ საერთოდ არ შეიყვანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …