ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი ბოსნიაში ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იმყოფება, სადაც ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა.
პიანიჩმა მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება მთავარი მიზანია.
„ჩემი ოცნებაა მსოფლიოში საუკეთესოთა შორის ვიყო. ვმუშაობ ამაზე და კმაყოფილი ვარ იმით, როგორც ახლა ვარ. „ინტერი“ დამსახურებულად დავამარცხეთ, ყველაფერი კარგად წაგვივიდა და როგორც იქნა პირველ ადგილზე ვართ. ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი იტალიაში ცალსახად საუკეთესოა და სატურნირო ცხრილში ახლა იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. გვინდა ყველა ტიტული მოვიგოთ, ეს“იუვენტუსის“ მიზანია. ეს გუნდი ევროპის სამ-ოთხ საუკეთესო კლუბში შედის და ჩვენი მოზნები ძალიან მაღალია. არამხოლოდ ამ სეზონში, არამედ ყოველწელს.
ჩემპიონთა ლიგის მოგება ცხადია ყველაზე დიდი ოცნებაა. ვიმედოვნებ, ამ ტიტულს წელსვე მოვიგებთ“, – თქვა პიანიჩმა.