მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” პოგბას ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

“იუვენტუსი” პოგბას ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბასთვის ბრძოლას იწყებს.  Tuttosport-ის ინფორმაციით, იტალიური გუნდი მზადაა ინგლისელებთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო და ფრანგი იტალიაში დააბრუნოს.

პოგბას „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი 2021 წლის ივნისში ეწურება, თუმცა გუნდში კონფლიქტი აქვს და ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზეც უარს ამბობს.

ტურინელები გარიგებაში რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვასაც გეგმავენ. ყველაზე აქტიურად მარიო მანჯუკიჩისა და ემრე ჯანის გვარები დასახელდა. გარდა ამისა, არაა გამორიცხული „იუვემ“ ინგლისურ გუნდს მატია პერინი, მარკო პიაცა და ან დანიელე რუგანიც შესთავაზოს – ბუნებრივია, პოგბას საბაზრო ღირებულების დასაწევად.

შეგახსენებთ, რომ პოლი „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში წარმტებით თამაშობდა, მაგრამ ინგლისში იგივე სიმაღლეზე დარჩენა ვერ მოახერხა და კრიტიკის ობიექტიც არაერთხელ გახდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …