ხუან კუადრადომ სეზონი დიდებულად დაიწყო და ახალი კონტრაქტიც დაიმსახურა.Tuttosport-ის ცნობით, მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს და დიდი ალბათობით, შეთანხმდებიან.
კოლუმბიელის მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის 30 ივნისს ეწურება და საუბარია მისი ერთი წლით გახანგრძლივებაზე.
ხუანმა სეზონი მართლაც შესანიშნავად დაიწყო, თანაც მარჯვენა მცველის პოზიციაზე. მატია დე შილიოსა და დანილოს ტრავმებმა მაურიციო სარი აიძულა კუადრადო დაცვაში დაეხია.
მისთვის ეს პოზიცია უცხო არ ყოფილა, რადგან ახალგაზრდულ ასაკში, „უდინეზესა“ და „ლეჩეში“ სწორედ დაცვის ფლანგზე ირჯებოდა. შემდგომ კი, უმეტესაც მთელი ფლანგის კონტროლი უწევდა (როგორც შეტევა, ისე დაცვა).
ამასობაში, დე შილიო და დანილო ახლოს არიან დაბრუნებასთან, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, რომ სარიმ კუადრადოს ადგილი რომელიმეს დაუთმოს.