ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ „იუვენტუსი“ იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა.
„ჩემი აზრით, „იუვენტუსი“ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა. ფეხბურთელებისთვის, რომლებიც იქ თამაშობენ. ვფიქრობ, მისი მთავარი კონკურენტი წელს „ინტერია“, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, მაგრამ მილანელები „იუვეს“ სიმაღლეზე არ არიან“, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ზლატანი „იუვენტუსში“ 2004-2006 წლებში თამაშობდა.