ამჯერად ფეხბურთში სანაკრებო პაუზამ დაისადგურა. ტრადიციულად, „იუვენტუსს“ სხვადასხვა ეროვნულ ნაკრებებში ბევრი ფებხურთელი ჰყავს გაშვებული. მაურიციო სარის 14 ფეხბურთელი უახლოეს დღეების განმავლობაში ეროვნულ ნაკრებებში არიან მივლინებულნი.
იტალიის ნაკრებისთვის ითამაშებენ ლეონარდო ბონუჩი და ფედერიკო ბერნარდესკი, რომლებიც 12 ოქტომბერს, საბერძნეთს უმასპინძლებენ, ხოლო სამ დღის მერე ლიხტანშტაინის ესტუმრებინა. ამავე ჯგუფში მირალემ პიანიჩი ბოსნიის ნაკრების ღირსებას ფინეთთან და საბერძნეთთან დაიცავს.
კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალია-ლუქსემბურგისა და უკრაინა-პორტუგალიის მატჩებში გაირჯება. ბლეზ მატუიდი და მერიჰ დემირალი 14 ოქტომბერს, საფრანგეთი-თურქეთის მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. სამი დღით ადრე კი ბლეზი ისლანდიასთან, ხოლო მერიჰი ალბანეთთან ითამაშებს. მატიას დე ლიხტი 10 და 13 ოქტომბერს ჩრდ. ირლანდიასა და ბელარუსს დაუპირისპირდება. ვოიჩეხ შჩესნის ლატვიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ მატჩები ელოდება. აარონ რემზი უელსის ნაკრებს დაუბრუნდა, სლოვაკეთთან და შოტლანდიასთან მის ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელოდება.
ეს ოფიციალურ მატჩთა ჩამონათვალი იყო. გარდა ამისა, იუვენტინოები ამხანაგურ შეხვედრებსაც ჩაატარებენ. ემრე ჯანი გერმანიის ნაკრებში არგენტინასთან სპარინგში ითამაშებს, ხოლო 4 დღის შემდეგ ოფიციალურ მატჩში ესტონეთს შეხვდება.
პაულო დიბალას არგენტინის ნაკრებში ორი ამხანაგური თამაში ელოდება ესპანეთისა და ეკვადორის წინააღმდეგ. ბრაზილიის ნაკრებშია მიწვეული ალექს სანდრო, რომელსაც სენეგალთან და ნიგერიასთან მატჩები ელოდება. კოლუმბიელი კუადრადო ჩილეს და ალჟირს, ხოლო ურუგვაელი ბენტანკური პერუსთან გამართავს ორ სპარინგს.
ბოლოსკენ ვთქვათ ისიც, რომ მაურიციო სარიმ გუნდში ხუთშაბათამდე შვებულება გამოაცხადა და ამის შემდეგ ბაზაზე დარჩენილ მოთამაშეებთან ერთად დაიწყებს მზადებას.