მთავარი / სიახლეები / ანდრეა ანიელი: “ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი საინტერესო თამაში უნდა დაინერგოს”

ანდრეა ანიელი: “ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი საინტერესო თამაში უნდა დაინერგოს”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელის, რომელიც ამავდროულად ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტია, ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ცვლილება უნდა.

იტალიელი დიდი ხანია ამ პროექტზე მუშაობს და ჯერჯერობით მოწინააღმდეგები ჰყავს, მაგრამ ანიელი აზრს არ იცვლის და კვლავ საუბრობს ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე.

„თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვსაუბრობთ, ყველა წარმოვიდგეთნ 15-16 გუნდს, რომლებიც ჯგუფიდან გავლენ. თითოეული ჯგუფის პირველი-ორი გუნდის დაწერა შეგვიძლია. ჩვენ ვცდილობთ, უფრო მეტი რელევნატური თამაშები შევქმნათ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების ოცნება ყველას შეეძლოს. ოცნება, რომელიც ცოცხალი იქნება. ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ვიპოვოთ პლატფორმა, რომელიც ყველა გუნდის სურვილი იქნება, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. უახლოეს წლებში თუ ვიპოვოთ პროექტს, რომელსაც მხარს 70-80% დაუჭერს, ეს შესანიშნავი შედეგი იქნება.

გვინდა, რომ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ევროპული მატჩები ვნახოთ. თუ წინ არ გავიხედებით, უბრალოდ დავასრულებთ იმ სისტემას, რომელიც აღარ არსებობს და ჩვენი შვილებიც ფეხბურთით ნაკლებად დაინტერესდებიან. ამბობენ, რომ ჩვენ ეროვნული ჩემპიონატების მოკვლა გვსურს, მაგრამ ეს არ მოხდება. ეს არასდროს იქნება დახურული ლიგა, რადგან ევროპის ლიდერები ვაღიარებთ სისტემის გახსნის მნიშვნელობას“, – თქვა ანიელიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …