ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი ბრაზილიურ Esporte Interativo-სთან ამბობს, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად სიამოვნებით ითამაშებდა.
40 წლის მეკარის განცხადებით, მისი კარიერის განმავლობაში ყოველთვის საუკეთესო თანაგუნდელები ჰყავდა.
„ჩემს კარიერაში ყოველთვის მომწონდა საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად თამაში. ვფიქრობ, ასეც იყო და საუკეთესოებთან ვითამაშე, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ყველასთან ვერ ვითამაშე. მაშინ, გუნდები ყოველწელს უნდა შემეცვალა.
რა თქმა უნდა, რონალდუსთან ერთად სიამოვნებით ვითამაშებდი. მაგრამ, პსჟ-დან როდესაც დამირეკეს და წინადადება მივიღე, კარიერის გაგრძელება გადავწყვიტე. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო. ამ გუნდს დიდი მიზნები აქვს და აქ არიან ნეიმარი და მბაპე, რომელთა გამოც ეს არჩევანი გავაკეთე“, – განაცხადა ბუფონმა.