„იუვენტუსი“ და ჯანლუიჯი ბუფონი ახლოს არიან შეთანხმებასთან. Tuttosport-ის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით ჯიჯი „ბებერ სინიორასთან“ კონტრაქტს 1 წლით გაახანგრძლივებს.
ბუფონმა და ანდრეა ანიელიმ შეხვედრა მარტის თვეში ჩანიშნეს და თუ იქამდე სიტუაცია არ შეიცვალა, რაც ნაკლებ მოსალოდნელია, მხარეები თანამშრომლობას გააგრძელებნ.
ასაკის მიუხედავად (ბუფონი 42 წლისაა), ჯიჯი ამტკიცებს, რომ კვლავაც საიმედოა და „მილანთან“ მატჩში საკუთარ გუნდში საუკეთესოც იყო.