მთავარი / სიახლეები / სერია A / ბენტანკური: “სწორ გზაზე ვიმყოფებით”

ბენტანკური: “სწორ გზაზე ვიმყოფებით”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდი სწორი მიმართულებით მიდის. ურუგვაელის განცხადებით, თამაშის ხარისხი გასაუმჯობესებელია, მაგრამ გუნდი ამაზე მუშაობს.

„გუნდი კარგადაა, ძალიან კარგად, პირველ ადგილზე ვართ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში და იტალიის თასის ნახევარფინალში გავედით. თამაშის ხარისხის თვალსაზრისით მოსამატებელი გვაქვს, მაგრამ გზა სწორია. ვმუშაობთ გასაუმჯობესებლად.

„მილანთან“ რთული თამაში იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ურთულეს სტადიონზე დადებით შედეგს მივაღწიეთ. ახლა საპასუხო მატჩზე ვართ კონცენტრირებული, რომელიც ჩვენს სახლში გაიმართება.

„ბრეშასთან“ მატჩი? გვინდა ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ, ვიცით, რომ  უნდა მოვიგოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ, რომ ისევ პირველ ადგილზე დავრჩეთ. აქ ყოფნის პირველივე დღიდან ვიცი, რომ ყველაზე მთავარი მაქსიმუმის გაკეთებაა, რის ხარჯზეც ამ წლებში ამდენი ტიტული მოვიგეთ.

ყოველ დღე და ყოველ თამაშში თავს უკეთ ვგრძნობ. მწვრთნელისგან და თანაგუნდელებისგან კი ნდობას ვგრძნობ. მშვიდად ვარ, მინდა გუნდისთვის უფრო მეტად მოვუმატო და ვფიქრობ სწორ გზაზე ვარ“, – თქვა ბენტანკურმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …