ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი „იუვენტუსია“.
გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, „იუვეს“ საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს.
„სეზონის დაწყებამდე ვთქვი, რომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი „იუვენტუსია“, მაგრამ მე აშკარად არასაკმარისად ვუყურებ იტალიის ჩემპიონატს, რადგან ვერ გამიგია, როგორ არ აქვს 10-ქულიანი უპირატესობა. მას ჰყავს საუკეთესო შემადგენლობა, რომლის მსგავსი ცხოვრებაში არ მინახავს, ხარისხიანი, გიჟური ფეხბურთელები“, – განაცხადა კლოპმა Guardian-თან საუბარში.