მთავარი / სიახლეები / სერია A / რაიოლა: “კიელინის ტრავმა სამწუხაროა, ამ პროფესორისგან დე ლიხტს უფრო მეტის სწავლა შეეძლო”

რაიოლა: “კიელინის ტრავმა სამწუხაროა, ამ პროფესორისგან დე ლიხტს უფრო მეტის სწავლა შეეძლო”

მატიას დე ლიხტის აგენტმა მინო რაიოლამ Tuttosport-თან თაისი კლიენტის ტურინში გატარებული პირველი პერიოდი დადებითად შეაფასა.

„შესანიშნავი ბალანსია. პრაქტიკულად ყველაფერი ისე წავიდა, როგორც გვინდოდა და როგორც იმედი გვქონდა. ერთადერთი, რაც კარგად არ დასრულებულა, კიელინის ტრავმაა. ასეთი დიდი პროფესორის გვერდით მატიასს უფრო მეტის სწავლა შეეძლო და შემადგენლობაშიც თანდათანაც ჩაჯდებოდა, მაგრამ ისიც მართალია, რომ ზოგჯერ წყალში ჩაყვინთვის გარეშე ცურვას ვერ ისწავლი“, – თქვა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ დე ლიხტმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 24 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …