მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ბრეშასთან” მატჩამდე

მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ბრეშასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ბრეშასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და როგორც ხვალინდელი მატჩის, ისე გუნდის შესახებ ისაუბრა.

„თავიდანვე აშკარა იყო, რომ ეს იქნება განსხვავებული სეზონი (ჩემპიონატი). ამ სიტუაციიდან სტიმული უნდა ვიპოვოთ. „ლაციო“ – „ინტერი“ გადამწყვეტი არ იქნება, მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ გზა ჯერ კიდევ გრძელია. პრობლემები დაცვაში? ეს უფრო მეტი აგრესიით უნდა მოვაგვაროთ და ინტენსივობის დონე გავზარდოთ.

„მილანთან“ მოედნის 70 მეტრს კარგად ვფარავდით, მაგრამ თავდამხმელები ნაკლებად აქტიურობდნენ. შაბათს „ვერონასთან“ კი ცუდად ვითამაშეთ და წავაგეთ, უნდა მოვუმატოთ, რადგან „იუვენტუსი“ ვართ. ბერნარდესკი? გუნდთან ერთად ჯერ კიდევ ვერ ვარჯიშობს და მომდევნო კვირაში დაგვიბრუნდება.

კლოპის სიტყვებით ფავორიტები ვართ? მან თქვა, რომ იტალიის ჩემპიონატს არ უყურებს და ამიტომ არ ესმის,რატომ არ გვაქვს 10-ქულიანი უპირატესობა. „ლივერპულის“ შემადგენლობაც არაა ცუდი და ფავორიტს ტანსაცმელი დააფარა (ფავორიტში სარიმ კლოპის გუნდი იგულისხმა).

სიმართლე არაა, რომ გამთამაშებლით თამაში არ მომწონს. ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე და მეტოქეებზე. გარდა ამისა, „მილანთან“ ვცადეთ რემზი თავის პოზიციაზე გვეთამაშებინა. „ბრეშას“ წინააღმდეგ თამაში კი ადვილი არ იქნება, განსაკუთრებით მისი სატურნირო მდგომარეობის გამო. ის ყოველთვის ცდილობს თამაშს, განსაკუთრებით სტუმრად.

პიანიჩი? ვხედავ რომ წინა თამაშში მოუმატა, ვნახოთ როგორ იქნება დღეს, სიტუაციას შევაფასებთ, მოედანზე ისეთი ფეხბურთელები გავლენ, რომლებიც ნაკლებად დაღლილები არიან. დიბალამ „მილანთან“ ძალიან კარგი თამაში ჩაატარადა მოედნის ყველა ნაწილში იყო, თუმცა ამით შეტევაში რონალდუს დახმარება დავკარგეთ. ბუფონი? ვიცოდით, რომ კარგ კონდიციაში იყო. ამჟამად მეკარის პრობლემა არ გვაქვს, ჯიჯიმ უკვე 11 თამაში ჩაატარა.

„სიტი“ და გვარდიოლა ლიგის გარეშე? მე შარშან ვიმუშავე „ჩელსიში“, რომელიც არ თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაზე და დავტოვე კლუბი, რომელიც ამ ტურნირში თამაშობდა. არის სიტუაციები, როდესაც მწვრთნელს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება შეუძლია“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ბრეშას“ მატჩი 16 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …