მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “იუვენტუსზე” შეყვარებული ვარ”

ბუფონი: “იუვენტუსზე” შეყვარებული ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიურ გამოცემა La Stampa-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „იუვეს“ შესახებაც საუბრობს.

ჯიჯის განცხადებით, მას უყვარს „იუვენტუსი“ და როდესაც იტალიის თასზე „ატალანტასთან“ მატჩს უყურებდა, უნდოდა, რომ ყოფილ თანაგუნდელებს დახმარებოდა.

– თუ „იუვენტუსში“ ეს იყო შეპყრობა, რა არის ჩემპიონთა ლიგა პსჟ-ში?

– ერთ დღეს კარიერა დასრულდება, მე ნამდვილად გეტყვით ამ ტურნირთან ჩემი ურთიერთობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ შეპყრობა არასდროს ყოფილა. მაგრამ იყო დიდი გამართლება. ითამაშო ასეთ დონეზე, რომელსაც არ აქვს ანალოგი. რა თქმა უნდა, „იუვენტუსში“ განსხვავებული ზეწოლა იყო, სექტემბრიდან მოყოლებული მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდებოდა. პსჟ-შიც მნიშვნელოვანი მიზანია, მაგრამ აქ ხელმძღვანელობა და ქომაგები განსხვავებულად ცხოვრობენ.

– შესაძლებელია, რომ პოგბა ცუდად მხოლოდ მოურინიოს გამო თამაშობდა?

– ამის არ მჯერა, არამგონია, რომ ფეხბურთელები მწვრთნელის წინააღდეგ მიდიოდნენ. ეს უფრო ხასიათის ამბავია, მეც მქონია მსგავსი შემთხვევა.

– რვა თვე გავიდა პსჟ-ში ჩარიცხვიდან. როგორია ახალი სამყარო?

– ძალიან კარგი გამოცდილებაა, ახალი ენთუზიაზმი ბევრს მაძლევს.

– რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც „იუვეს“ თამაშს უყურებთ?

– ვგრძნობ, რომ ძველი მეგობარი ვარ. მე შეყვარებული ვარ „იუვეზე“ და ყოველთვის კარგს ვუსურვებ. „ატალანტასთან“ მატჩის მეორე ტაიმს ვუყურე და მინდოდა იქ ვყოფილიყავი, ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს როგორმე დავხმარებოდი.

– რონალდუს ასეთ გავლენას ელოდით?

– დიახ. მან გუნდში ახალი ენთუზიაზმი მიიტანა.

– „ატლეტიკო“ – „იუვენტუსი“, როგორი თამაში იქნება?

– თუ ძნელ გუნდზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი „ატლეტიკოა“, მაგრამ ამ „იუვეს“ არავის და არაფრის ეშინია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …