მთავარი / სიახლეები / კარგი ამბავი – ბონუჩი დაბრუნდა

კარგი ამბავი – ბონუჩი დაბრუნდა

ტურინის „იუვენტუსი“ „ფროზინონესთან“ მატჩისთვის ემზადება და დღეს „კონტინასას“ ბაზაზე მორიგი საწვრთნელი პროცესი გაიმართა.

ტურინელთა ბანაკიდან კარგი ამბებია – დაბრუნდა ლეონაროდ ბონუჩი. როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, ლეონარდომ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ბოლომდე ივარჯიშა.

ანდრეა ბარძალიმაც ივარჯიშა გუნდთან ერთად, თუმცა, ნაწილობრივ. კრიშტიანუ რონალდუმ, ჯორჯო კიელინიმ და დუგლას კოშტამ კი განცალკევებით ივარჯიშეს.

ამ უკანასკნელს მტკივან ფეხზე გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც კარგი შედეგები აჩვენა და ბრაზილიელიც სულ მალე დაუბრუნდება მოედანს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …