ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც გასულ ზაფხულს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
პარატიჩიმ ისაუბრა რონალდუს ტრანსფერზე და ამასთან, დიბალასა და ალეგრის საკითხზე.
„როდესაც „რეალს“ ვეთამაშობოდით, ჩეთან მენდეში მოვიდა და მითხრა: „კრიშტიანუს საოცარი გოლები გააქვს“. ვუპასუხე, რომ თვალები მაქვს, „მაკრატელა“ გოლმა აღტაცება და ტკივილი გამოწივია. რაზეც მისი პასუხი იყო: „არ დაიჯერებ, მაგრამ კრიშტიანუ თუ „რეალს“ დატოვებს, მხოლოდ „იუვენტუსში“ თამაში უნდა. შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ“.
ერთმანეთს კიდევ შევხვდით, ეს იყო ივნისის დასაწყისში. ზედიზედ შვიდჯერ სკუდეტო მოგებული გვქონდა, ჩემპიონთა ლიგიდან კი მტკივნეულად გამოვვარდით. რაღაც უნდა გაგვეკეთებინა, რომ ფეხბურთელთა მოტივაცია აგვემაღლებინა. ანდრეას და პაველს შევხვდი, შოკური გარემო იყო. სიტუაცია კრგად უნდა შეფასებულიყო. გუნდის მოტივაციისთვის ორი მოდელი გვქონდა ერთის თქმა არ შეიძლება, მეორე კრიშტიანუს შეძენა იყო. პირველი კი, იკრადის ყიდვა გახლდათ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არი იყო ჩემი რეალური მიზანი.
დიბალა? მისი შეძენა ჩემთვის ყველაზე მეტად საამაყოა. ტევესის შემცვლელად მოვიყვანეთ და ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი. „პალერმოს“ მის სანაცვლოდ 40 მილიონი გადავუხადეთ, სადაც იმ სეზონში 13 გოლი გაიტანა. შემიძლია ვთქვა, რომ დიბალა რჩება, მასზე ძლიერი მხოლოდ მესია და პოტენციურად ნეიმარიც.
ალეგრი? – ისიც რჩება. ამ ეტაპზე მასზე უკეთეს მწვრთნელს ჩვენი გუნდისთვის ვერ ვხედავთ“, – განაცხადა პარატიჩიმ.