ტურინის „იუვენტუსს“ მოჰამედ სალაჰი დაუკავშირეს. Sky Arabia-ის ინფორმაციით, 26 წლის ეგვიპტელის ტრანსფერზე ტურინში სერიოზულად ფიქრობენ. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუ გუნდის ხელმძღვანელთა იდეით კმაყოფილი დარჩა.
სალაჰი ამჟამად 200 მილიონ ევროდ ფასობს და ტურინელებს სწორედ ასეთი სოლიდური თანხას გაღება მოუწევთ.
მოჰამედ სალაჰს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს და აქამდე „რომასა“ და „ფიორენტინაში“ თამაშობდა. „ლივერპულში“ კი, გუნდის უპირობო ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირია.