ტურინის „იუვენტუსისმა” აარონ რემზის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. უელსელი ტურინში დამდეგ ზაფხულს გადაბრგდება თავისუფალი აგენტის სტატუსით. რემზიმ “იუვესთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კონტრაქტის შესახებ ოფიციალურ განცხადებაში არაფერი თქმულა, თუმცა, BBC-იმ უკვე გაავარცელა ცნობა ხელფასთან დაკავშირებით.
ბრიტანული გამოცემის ცნობით, სეზონში ანაზღაურების სახით 24 მილიონზე ოდნავ ნაკლებს მიიღებს! კვირაში 400 ათას გირვანქა სტერლინგს (456 მილიონი ევრო).
ამრიგად, რემზი ბრიტანეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.