ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი გუშინ რომში იმყოფებოდა, სადაც „რომასა“ და „პორტუს“ შეხვედრას დაესწრო.
Tuttosport-ის ვერსიით, ამის მიზეზი ნიკოლო ძანიოლო გახლავთ. იტალიელი ტალანტი „იუვენტუსის“ ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ მიიჩნევა და კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა „რომას“ 40-50 მილიონი ევრო დაუყოვნებლივ გადაუხადოს.
ვნახოთ, როგორ განვითარდეა მოვლენები. ფაქტია, ძანიოლომ პარატიჩის თვალწინ ნამდვილი შოუ მოაწყო და „პორტუს“ ორი გოლი გაუტანა.