ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის დასრულებას არ აპირებს. Tuttosport-ის ცნობით, ჯიჯი თავს ფიზიკურად ძალიან კარგად გრძნობს და ფეხბურთის თამაში უნდა.
როგორც გამოცემა წერს, ბუფონი მზადაა „იუვესთან“ კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმოს და ამისთვის ანდრეა ანიელისთან შეთანხმების მიღწევა არ გაუჭირდება, რადგან მასთან ძალიან ურთიერთობა აქვს.
მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას არ ჩქარობენ, რადგან 2020 წლის ივნისამდე, სანამ მოქმედი კონტრაქტი ამოიწურება დროა, შეთანხმების მიღწევა კი არანაირ პრობლემასთან არ ასოცირდება.
ასე, რომ ჯიჯი სავარაუდოდ, ფეხბურთს 43 წლამდე ითამაშებს, ანაზღაურება კი, სამჯერ დაბალი ექნება, ვიდრე 2018 წლისთვის ჰქონდა, როდესაც გუნდი დატოვა.