მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” სონის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

“იუვენტუსი” სონის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

ტურინის „იუვენტუსის“ წარმომადგენელი „ენფილდ როუდზე“ „ლივერპულისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩს დაესწრო.

Tuttosport-ის ინფორმაციით, სამიზნე ლონდონელთა სამი ფეხბურთელია: კრისტიან ერიკსენი, ჰონ-მინ სონი და ტობი ალდერვეირელდი.

ერიკენით „იუვე“ დიდი ხანია დაინტერესებულია და ეს სიახლე არაა. დანიელის ინგლისდან წასვლა კი, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რადგან სეზონის ბოლოს გუნდთან კონტრაქტი ეწურება. იგივე ვითარებაა ალდერვეირელდის შემთხვევაშიც და ვინაიდან ბელგიელი თავისუფალი აგენტი ხდება, ტურინელები აპირებენ აღნიშნული გარემოებით ისარგებლონ.

რაც შეეხენა სონს, სამხრეთ კორეელის თამაშით იტალიური მხარე მოხიბლულია, მაგრამ ტრანსფერს მეორე და უფრო მყარი საფუძველი უდევს: სონი სამხრეთ კორეელია და აზიის კონტინენტზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. „იუვენტუსისთვის“ კი, აზიური ბაზარი მეტად მნიშვნელოვანია და სონის ტრანსფერი მის პოპულარობას ერთი-ორად გაზრდის.

სამხრეთ კორეელის სანაცვლოდ „იუვენტუსს“ ბრძოლა და სოლიდური თანხის გაღება მოუწევს, მაგრამ ბოლო წლებმა დაამტკიცა, რომ ტურინულ გრანდს ნებისმიერი ფეხბურთელის დამატება შეუძლია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …