მატია დე შილიომ შესაძლოა უახლოეს სატრანსფერო პერიოდში „იუვენტუსი“ დატოვოს. იტალიელი ფეხბურთელით სერიოზულ ინტერესს პსჟ იჩენს, რომელიც ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იყო მზად ფეხბურთელი შეეძინა.
თუმცა, მაშინ ჟოაო კანსელუსა და ლეონარდო სპინაცოლის გაყიდვის შემდეგ ტურინელებმა უარი თქვეს კიდევ ერთი ფლანგის ფეხბურთელის გასხვისებაზე. ახლა კი, როცა ხუან კუადრადომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, არაა გამორიცხული გარიგება შედგეს.
პარიზელები მზად არიან მატიას სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გაიღონ, ან ბელგიელ მცველში, ტომას მუნიეში გაცვალონ, რომელიც სხვათა შორის, „იუვენტუსის“ ინტერესებშია.
შეგახსენებთ, რომ დე შილიომ „იუვენტუსის“ მაისური 2017 წლის ზაფხულში მოირგო, ხოლო მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ ორჯერ გავიდა და მას შემდეგ ტრავმირებულია.