ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ჯენოასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა მწვრთნელმა გუნდში არსებულ ვითარებაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გონსალო იგუაინის გარეშე 4-3-3 სათამაშო სქემით ვერ ითამაშებს.
„პიანიჩს ტრავმა არ აღენიშნება, მაგრამ გადაღლილია მისი კუნთები და სათამაშო კონდიციებში არაა. იგივე ეხება იგუაინსაც, რომელმაც თავი დაიზიანა. ვნახოთ ითამაშებს თუ არა ხვალ.
ბერნარდესკი? კარგად თამაშობს, კარის წინ შეცდა, მაგრამ იგივე შეცდომები სხვებმაც დაუშვეს.
კუარდადოს შემტევ სამეულში დაბრუნება? ჩვენ შევხედავთ დღეს ზოგად ვითარებას, რადგან თუ გონსალო ვერ ითამაშებს, რთული იქნება 4-3-3 სქემაზე ფიქრი. ჯერ ვნახავთ რომელი ფეხბურთელები იქნებიან ჩვენს განკარგულებაში და შემდეგ გადავწყვიტათ ტაქტიკას.
ფეხბურთელები, როდესაც იღლებიან დასვენება სჭირდებათ. დაცვაში, როგორც არაერთხელ ვთქვი, ბონუჩისა და დე ლიხტს ამ მომენტში დასვენება არ სჭირდებათ.
დუგლას კოშტამ გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა. მას 45 დღეა არ უთამაშია, მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა, ვნახოთ ჩაერთვება თუ არა შეხვედრაში ცვლილებაზე.
სეზონის ამ ნწაილისთვის გუნდი კარგად მუშაობს, ადაპტაციას გადის ახალ სათამაშო სისტემასთან. ჩვენ კიდევ გვაქვს პოტენციალი, რომ გავაუმჯობესოთ. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემპიონატში საუკეთესო დაცვის ხაზი გვყავს.
„ჯენოა“? ბოლოს შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვეს, ახალი მწვრთნელი ტექნიკურ თვისებებსა და დრიბლინგებს ანიჭებს უპირატესობას. ეს რთული თამაში იქნება, ასეთი მატჩების შეუფასებლობა არასდროსაა კარგი“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ჯენოას“ შეხვედრა ხვალ თბილისის დროით 23:55 საათიდან დაიწყება.