ტურინის „იუვენტუსის“ ბანაკში კარგი სიახლეებია. მირალემ პიანიჩის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. გამოკვლევამ კუნთის დაზიანებები არ აჩვენა და ბოსნიელი უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს („ჯენოასთან“), მაგრამ შემდეგ გუნდს დაუბრუნდება.
გუნდს უკვე დაუბრუნდა აარონ რემზი, ხოლო გონსალო იგუაინი თავის დაზიანების შემდეგ დარბაზში ვარჯიშობდა. არგენტინელიც მაქსიმუმ „ჯენოასთან“ იუქმებს (თუმცა შეიძლება სათადარიგო სკამზეც იყოს), ხოლო „ტორინოსთან“ მზად იქნება.
დაბრუნებასთან ახლოსაა დუგლას კოშტაც, რომელსაც თვეზე მეტი გაუცდა და ბრაზილიელი ნელ-ნელა სრული დატვირთვით ვარჯიშს იწყებს და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ოთხშაბათს საკუთარ მოედანზე „ჯენოას“ უმასპინძლებს.