ტურინის „იუვენტუსში“ ჯანლუიჯი ბუფონის დარჩენა გადაწყვეტილია. Tuttosport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან შეთანხმდა, რომ კონტაქტს გაახანგრძლივებს.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია ჩაივლის, ჯიჯი ხელშეკრულებას ერთი წლით განაახლებს და კლუბში დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ბუფონი ამ დროისთვის 42 წლისაა!