ალესანდრო დელ პიერო „იუვენტუსის“ ბოლო 25 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. Tuttosport-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვით 1995-2020 წლებში ყველაზე დიდი იუვენტინო გამოავლინა.
ფორმატი მარტივი იყო – შეირჩა 16 ფეხბურთელი, რომლებიც მერვედფინალური ეტაპიდან დაწყვილდნენ. დელ პიერომ ოთხივე ეტაპი ძალიან მარტივად მოიგო.
მერვედფინალში ზლატან იბრაჰიმოვიჩს (96%-4%), მეოთხედფინალში ჯიჯი ბუფონს (75%-25%), ნახევარფინალში ჯორჯო კიელინის (61%-39%) და ფინალში პაველ ნედვედს (93%-7%) აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ალესანდრო დელ პიერომ „იუვენტუსში“ 1993-2012 წლებში ითამაშა და 705 მატჩში 290 გოლი გაიტანა.