ვეტერანი ჰოლანდიელი ფეხბურთელი იააპ სტამი მატაის დე ლიხტს აქებს. მისი განცხადებით, „იუვენტუსში“ დიდი ხანი უნდა დარჩეს, რადგან მისთვის საუკეთესო კლუბში მოხვდა.
„ბოლო პერიოდში დე ლიხტმა თავი კარგად წარმოაჩინა. საწყისი სირთულეები იმან განაპირობა, რომ სხვა ტიპის ფეხბურთთან ადაპტირებას გადიოდა. მატაისი დიდ კლუბში თამაშობს, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და მასზე ზეწოლა დიდია, ჰოლანდიისგან და იტალიაში სხვა კლუბებისგან განსხვავებით. ჩემთვის ის ძალიან კარგად თამაშობს.
„იუვენტუსი“ ენდობა მატაისს და ის საკუთარ თვისებებს. ჭკვიანი ბიჭია და სურს ისწავლოს, ყოველთვის უნდა განვითარება. მან ასევე უნდა ისწავლოს იტალიური, რადგან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბონუჩისთან და კიელინისთან ახლოს ყოფბა, რადგან ისინი გამარჯვებულები არიან, იტალიაში საუკეთესოები. მათთან სიახლოვე ფუნდამენტურია.
ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ დე ლიხტი „იუვენტუსში“ დიდხანს დარჩეს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეძლებს განვითარებას, ისწავლის ზეწოლასთან გამკლავებას ჩემპიონთა ლიგისა და სერია A-ს მატჩებში“, – განაცხადა სტამმა.