მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “ჩვენი იდენტობა და სული მალე უნდა ვიპოვოთ”

ბუფონი: “ჩვენი იდენტობა და სული მალე უნდა ვიპოვოთ”

ტურინის „იუვენტუსმა“ „ბარსელონა“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლითა და ვესტონ მაკკენის გოლით 3:0 დაამარცხა. „იუვე“ პირველი იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც „ბარსელონას“ სტუმრად 3 გოლი გაუტანა.

„ბარსას“ წინააღმდეგ მშრალად ჩაატარა მატჩი ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მე-17 სეზონში ითამაშა და უკეთესო შედეგი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (18), რაიან გიგზსა (19) და იკერ კასილიასს აქვთ (20). ჯიჯიმ მატჩის შემდეგ ისაუბრა.

„ჩემთვის ძალიან ემოციურია ასეთი მატჩების თამაში. დიდი სიამოვნებით გავიხსენებ ამ თამაშს, რადგან ასეთი განსაკუთრებული რამ ყოველდღე არ ხდება. დღეს ჩვენ გუნდურად გავიმარჯვეთ და ამ გუნდში 30 ადამიანს მაინც ვგულისხმობ. კარის მშრალად შენახვა აუცილებელი იყო, როდესაც თამაშის შანსი მეძლევა და გოლს ვუშვებ, ეს ძალიან მაწუხებს და განსაკუთრებით მსგავს თამაშებში. მინდა დავამტიცო თუ რატომ ვაგრძელე თამაშს: ისევ სიამოვნებას ვიღებ. ყველას განკარგულებაში ვარ, ახლაც მაქვს ოცნებები და ამბიციები, მაგრამ მომწონს ყველა თანაგუნდელის მხარდაჭერაც, რომელთაც მადლობას ვუხდი. პირველ რიგში შჩესნის და შემდეგ მთელ პერსონალს.

ვფიქრობ, რომ ეს გამარჯვება ჩვენთვის საკუთარი თავის რწმენის მნიშვნელოვანი ინექციაა, რადგან აქ აუტსაიდერის რანგში ჩამოსვლა და 0:2-ს აღმოფხვრა, რაღაც სენსაციურია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა.

ორი წლის წინ მადრიდში ჩვენ 3:0 ამოვქაჩეთ, შემდეგ თამაში 3:1 დასრულდა („რეალთან“ ცნობილი თამაში იგულისხმა – რედ). დღეს გოლი აღარ გავუშვით და ეს დიდ კმაყოფილებას მანიჭებს. გარკვეულწილად ის გაშვებული გოლი ავინაზღაურე. მე მწამს მუშაობის. ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა მცირე უპირატესობაა.

არასტაბილურობა? საქმე არ გვაქვს სტიმულთან, ეს არ არის სტიმულის საკითხი, ეს არის გზა, რომელშიც აღმართიცაა და დაღმართიც. ეს ბუნებრივია და სანამ სტაბილურობას ვიპოვოთ, მსგავსი მატჩები ძალიან საჭიროა.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ სული. ზოგჯერ ვახერხებთ პოტენციალის სრულად წარმოჩენას და ზოგჯერ ვერა. თუ პოტენციალის მაქსიმუმს გამოვავლენთ, თამაშებს მოვიგებთ. შარშანდელ სეზონთან შედარება? არ არისსამართლიანი შედარების გაკეთება. ეს არ იქნებოდა ლამაზი გუნდიდან წასული ბიჭებისა და სამწვრთნელო შტაბის მიმართ. თითოეული სეზონი განსხვავებულია. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ჩვენი იდენტობა“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჯგუფური ეტაპი 15 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მერვედფინალში „იუვე“ პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს, სავარაუდო მეტოქეების სრული ჩამონათვალი ოთხშაბათს გაირკვევა, ხოლო ამ ეტაპზე „სევილია“ და „პორტუ“ არიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …