ტურინის „იუვენტუსმა“ „ბარსელონა“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლითა და ვესტონ მაკკენის გოლით 3:0 დაამარცხა. „იუვე“ პირველი იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც „ბარსელონას“ სტუმრად 3 გოლი გაუტანა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
ბუფონი 7 – პირლომ ის დააჯილდოვა „კამპ ნოუზე“ თამაშით, მან მადლობა გადაუხადა ყვლა იმ ბურთის აღებით, რაც ასაღები იყო.
დანილო 7 – დერბიში პრობლემები ჰქონდა, „ბარსელონასთან“ დომინანტი იყო.
ბონუჩი 7 – დაცვას ხელმძღვანელობდა, ამჯერად სამკაციან დაცვის ცენტრში ბურთს ის ათამაშებდა.
დე ლიხტი 7 – მისი ზონიდან ვერავინ გაძვრა. არც სხვა ზონებიდან, თუნდაც იმიტომ, რომ დე ლიხტი ყველგან იყო.
ალექს სანდრო 7 – მისი დაბრუნება ფუნდამენტური იყო. ეს პირლოს საშუალებას აძლევს კუადრადო ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშოს.
კუადრადო 7.5 – ის ბერდება და უკეთესი ხდება. როგორც მორატა, ალბათ მასაც კარიერაში საუკთესო სეზონი აქვს.
ბერნარდესკი შ.გ – ფედერიკომ მხოლოდ ბოლო 5 წუთი ითამაშა.
მაკკენი 7.5 – ნახევარმცველების გოლები საჭიროა და მაკკენიმ ოთხ დღეში ორი გოლი გაიტანა. დეკემბრის სიურპრიზი ამერიკელია.
არტური 6.5 – სცენაზე მისი მეწყვილე იყო მოედნის ცენტრიდან (მაკკენი), მაგრამ ის გუნდის ბალანსზე ზრუნავდა.
რაბიო 6 – თამაშში ცუდად არ ჩართულა.
რემზი 6.5 – ხანდახან მარცხენა ფლანგზე, ხანდახან გამთამაშებლად, დაბალი რიტმი მას თავიის ხარისხის დასამტკიცებლად სჭირდება. მეორე გოლის კომბინაციაში მონაწილეობდა და პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა.
ბენტანკური 6 – ურუგვაელი თამაში რაბიოს მსგავსად ურიგოდ არ ჩართულა.
მორატა 7.5 – დიბალას მაგივარად მორატასთან ერთად „იუვე“ სხვა გუნდს ჰგავს, მიუხედავად იმისა, რომ გოლი გაუტანია, თავისი მნიშვნელობა დაამტკიცა.
დიბალა შ.გ – მან მხოლოდ 5 წუთი ითამაშა. შანსს „ჯენოასთან“ მიიღებს, რადგან მორატა დისკვალიფიცირებულია.
რონალდუ 7.5 – პირველ თამაშში არ იყო, საპასუხოში – კი. იმაზე ფიქრი, რომ მან მხოლოდ ორი პენალტი გაიტანა, არასაკმარისია. უბრალოდ მისი მოედანზე ყოფნა „ბარსელონას“ დაცვისთვის საკმარისია. ბოლო წუთებზე ის დაცვასაც ეხმარებოდა და მესის ბურთი „იუვეს“ საჯარიმოში არ დაუთმო.
კიეზა შ.გ – ფედერიკო ამჯერად პრაქტიკულად თანადარიგში დარჩა და მხოლოდ 3 წუთი ითამაშა.
პირლო 7.5 – „კამპ ნოუზ“ ვნახეთ ერთადერთი გუნდი, შეიძლება ითქვას, დიდი გუნდი. ეს იყო „იუვე“, პირველად სეზონში. საკუთარი ისტორიული გზით გამარჯვება, შესაძლოა ეს თამაში გარდამტეხი გამოდგეს მთელი სეზონისთვის. ამასობაში, „იუვე“ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჯგუფური ეტაპი 15 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მერვედფინალში „იუვე“ პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს, სავარაუდო მეტოქეების სრული ჩამონათვალი ოთხშაბათს გაირკვევა, ხოლო ამ ეტაპზე „სევილია“ და „პორტუ“ არიან.