ტურინის „იუვენტუსმა“ „ბარსელონა“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლითა და ვესტონ მაკკენის გოლით 3:0 დაამარცხა. „იუვე“ პირველი იტალიური გუნდი გახდა, რომელმაც „ბარსელონას“ სტუმრად 3 გოლი გაუტანა.
„ბარსას“ წინააღმდეგ ითამაშა არტურმა, რომელიც „იუვეს“ სწორედ ესპანური გრანდიდან შეუერთდა. ბრაზილიელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„ეს იყო შედეგი, რომლის მიღწევის იმედიც გვქონდა. ამისთვის ყოველდღე ვმუშაობდით, მივიღეთ და ბედნიერი ვარ. „ბარსელონა“ შევისწავლეთ და შედეგიც ბევრი მუშაობითაა განპირობებული. ამ გამარჯვებამ ჯგუფში პირველი ადგილიც მოგვიტანა.
„იუვე“ შესანიშნავი გუნდია, დიდებული ფეხბურთელებით და მწვრთნელით. ყველამ იცის თავისი თვისებები და ანდრეაც ძალიან მეხმარება. „კამპ ნოუზე“ დაბრუნება ჩემთვის სასიამოვნო იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ „იუვესთვის“ ვმუშაობ, რომ უფრო და უფრო გავიზარდო“, – თქვა არტურმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჯგუფური ეტაპი 15 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მერვედფინალში „იუვე“ პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს, სავარაუდო მეტოქეების სრული ჩამონათვალი ოთხშაბათს გაირკვევა, ხოლო ამ ეტაპზე „სევილია“ და „პორტუ“ არიან.