მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “ჩემი ტრანსფერი “იუვეს” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გარიგებაა”

ბუფონი: “ჩემი ტრანსფერი “იუვეს” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გარიგებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი 2001 წელს და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც „იუვეში“ გადავიდა. 41 წლის ფეხბურთელის განცხადებით, ტურინელთა ისტორიაში ეს გარიგება ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა.

„ეს იყო პერიოდი, როდესაც გუნდები ფეხბურთელებში ძალიან ბევრს არ ხარჯავდნენ. ვფიქრობ, ჩემი „იუვენტუსში“ ტრანსფერი ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი გახლდათ. იყვნენ კრიტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ: „არა, არ შეიძლება მეკარეში ამხელა თანხის გადახდა“…

თუმცა, საბოლოოდ, „იუვეში“ 17 წელი დავრჩი. ვფიქრობ, „ბიანკონერის“ ისტორიაში ჩემი ტრანსფერი ერთ-ერთი საუკეთესო გარიგება იყო“, – უთხრა ჯიჯიმ Four Four Two-ს.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი „იუვენტუსს“ 2001 წლის 3 ივლისს, „პარმადან“ 52 მილიონ ევროდ შეუერთდა. მაშინ იტალიელი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა და მისი რეკორდი გასულ ზაფხულს ჯერ ალისონმა, მერე კი კეპა არიზაბალაგამ დაამხეს…

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …