იტალიური „ჯენოას“ მცველი კრისტიან რომერო „იუვენტუსში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. Football Italia-ს ცნობით, მხარეები უკვე ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე დღეში დადასტურდება.
გარიგების თანახმად, რომეროს სანაცვლოდ „იუვე“ 20 მილიონ ევროს გაიღებს, ხოლო ფეხბურთელი „ჯენოაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება და ტურინში ზაფხულში გადაბარგდება.
კრისტიან რომერო ცენტრალური მცველია, რომელიც „ჯენოას“ გასულ ზაფხულს შეუერთდა. 20 წლის ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა და სერია A-ში ჩატარებულ 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა.