ტურინის „იუვენტუსმა“ გენუის „სამპდორიასთან“ ემილ აუდეროს შესახებ ახალ შეთანხმებას მიაღწია.
როგორც ტურინელთა ვებგვერდი წერს, „სამპა“ ვალდებული იქნება, რომ 2019 წლის ზაფხულში აუდეროს სატრანსფერო უფლებები 20 მილიონ ევროდ გამოისყიდოს. აღნიშნულ თანხა გადახდილი იქნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
ემილ აუდერო „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია. გასული სეზონი ნიჭიერმა მეკარემ იჯარით „ვენეციაში“ გაატარა, ხოლო მიმდინარე სეზონში ამავე ფორმულით გენუის „სამპდორიას“ კარს იცავს და საკმაოდ მაღალ დონეზეც თამაშობს.