მთავარი / სიახლეები / ბენატია “იუვეს” ემოციური წერილით დაემშვიდობა

ბენატია “იუვეს” ემოციური წერილით დაემშვიდობა

ტურინის „იუვენტუსს“ მეჰდი ბენატია სოციალური ქსელიდან ემოციურად დაემშვიდობა. ყატარულ „ალ-დუჰაილში“ გადაბარგებულმა მაროკოელმა „ბებერ სინიორას“ შემდეგი წერილი მიუძღვნა.

„ძალიან მჭიდრო ორი დღის შემდეგ მინდა დავემშვიდობო „იუვენტუსის“ უდიდეს ოჯახს. ფეხბურთელებს, სტაფს, ექიმებს, საწყობის მუშაკებს… „იუვეს“ მთელი ოჯახი ნამდვილად ძალიან მომენატრება. დავტოვე ბევრი მეგობარი და იმედი მაქვს, რომ მალე ისევ შევხვდებით.

თქვენ იყავით 2.5-წელი ჩემი ცხოვრების ცენტრში, ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ და სიხარული გავიზიარეთ. ივლისში დარწმუნებული ვიყავი, რომ კარიერას თქვენთან ერთად დავასრულებდი, შემდეგ კი სამწუხაროდ ცხოვრება სიურპრიზებს გვიმზადებს,  შესაბამისად, გეგმების შეცვლა მომიწია, რომელიც ასევე განპირობებული იყო ოჯახის დონეზეც.

მესმის, რომ ზოგიერთებისთვის ჩემი არჩევანი გაუგებარია, მაგრამ მხოლოდ პატივისცემას ვითხოვ. ფორცა „იუვე“, ამ შესანიშნავ ჯგუფს შეუძლია ყველა ტიტულის მოგება, ყველაფერი შესაძლებელია. მადლობა ყველა თქვენგანს. ვიმედოვნებ, მადრიდში ჩასვლა თქვენს საგულშემატკივროდ მომიწევს. ეს “იუვე” ამას იმსახურებს“, – დაწერა მეჰდიმ.

შეგახსენებთ, რომ ბენატია „იუვენტუსში“ 2016-2019 წლებში თამაშობდა და 59 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …