ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ისინი მომხდარზე ტურინში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებენ, მაგრამ ეჭვი არ ეპარება, რომ რონალდუს „იუვენტუსში“ მიზნების მიღწევა უნდა.
რონალდუ? მე მომწონს წინ ყურება და არა უკან. იქნება დრო საუბრისთვის, მაგრამ ახლა ნაკრებზე ვფიქრობ. ის პორტუგალიის ნაკრებში თამაშობს და ეს ნიშნავს, რომ ფიზიკურად და მენტალურად კარგადაა. როდესაც ტურინში დავბრუნდებით ვისაუბრებთ და განვიხილავთ ამ საკითხს. წინ ბევრი თამაშია და ჩვენ საუკეთესო რონალდუ გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ მისი მიზანია წარსულთან შედარებით უკეთ თამაში და „იუვენტუსის“ დახმარება, რომ მიზნების მიღწევაში დაემხაროს“, – თქვა ბონუჩიმ.