მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსმა” სამდღიანი შვებულება დაასრულა

“იუვენტუსმა” სამდღიანი შვებულება დაასრულა

ტურინის „იუვენტუსმა“ სამდღიანი შესვენების შემდეგ საწვრთნელი პროცესი განაახლა. „მილანთან“ გამარჯვების შედეგ და სანაკრებო პაუზის გამო მაურიციო სარიმ გუნდში სამი დღით შვებულება გამოაცხადა.

დღეს ფეხბურთელებმა ნაკლები დატვირთვით, ინდივიდუალურად ივარჯიშეს. საუბარია იმ მოთამაშეებზე, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში არ არიან გამოძახებულნი.

დუგლას კოშტას და გონსალო იგუაინს არ უვარჯიშიათ, მათ დასვენებისთვის ერთი დღით მეტი მიეცათ და ტურინში 15 ნოემბერს დაბრუნდებიან. აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა ნაკრებებში ტურინელთა ბანაკიდან 14 ფეხბურთელია მივლინებული.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …