მარიო მანჯუკიჩს „იუვენტუსის“ დეკემბერში დატოვება და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა უნდა. ხორვატი ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია ინდივიდუალურად ვარჯიშობს და სიტუაციის ასე გაგრძელება არ უნდა.
ტრანსფერში შესაძლოა ემრე ჯანი და პოლ პოგბაც ჩაერთონ. ხორვატის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 10 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი მაურიციო სარის გეგმებში ვერ ჯდება და მიმდინარე სეზონში არათუ არ უთამაშია, გუნდთან ერთად ზაფხულის შემდეგ არ უვარჯიაშია და არაოფიციალურად გუნდის ფეხბურთელად აღარც ითვლება.