ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მეჰდი ბენატიამ „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი და მასიმილიანო ალეგრის არშესრულებული დაპირებების შესახებ ისაუბრა.
„მათ მითხრეს, რომ კიელინისთან ერთად ვიქნებოდი ძირითადი შემადგენლობის წევრი. ალეგრიმ ასვე გამაფრთხილა, რომ ბონუჩი დაბრუნდებოდა, მაგრამ მას ძირითადში ადგილის დასაბრუნებლად ბრძოლა მოუწევდა. საბოლოოდ კი ასე არ იყო: ივლისიდან დეკემბრამდე ძალიან ცოტა ვითამაშე. ვფიქრობდი, რომ მინიმუმ ჩემპიონატის მატჩებში ვითამაშებდი. „მილანთან“ ძალიან კარგად ვითამაშე. შემდეგ რატომ არ მომეცა შანსი?
მახსოვს შემთხვევები, როდესაც კიელინის დასვენება სჭირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ყოველთვის თამაშობდა. შემდეგ კი, „აიაქსთან“ მატჩებს ტრავმირებული შეხვდა. მასთან ერთად ვფიქრობ, ამ მატჩებს სხვა ისტორია ექნებოდა.
ზაფხულში ჩემი ყიდვა „მილანს“ უნდოდა და „როსონერისთან“ ძალიან ახლოს ვიყავი. ასევე პარატიჩიმაც დამირეკა კიელინის ტრავმის შემდეგ. კარგი შანსი იყო დაბრუნებისთვის, მაგრამ „ალ დუჰაილს“ არ უნდოდა, რომ მე დავბრუნებულიყავი. აქ ბედნიერი ვარ“, – თქვა ბენატიამ.
შეგახსენებთ, რომ მეჰდი ბენატია „იუვენტუსში“ 2016-2019 წლებში თამაშობდა და გუნდი გასულ ზამთარს დატოვა.