ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა, რომელიც ჰოლანდიის ნაკრების შეკრებაზეა, ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.
მატიასის განცხადებით, მას აკრიტიკებდნენ, მაგრამ ბოლო დროს კარგად თამაშობს.
„კრიტიკა? ეს მხოლოდ ერთი პერიოდი იყო. „მილანთან“ კარგად ვითამაშე, ტურინულ დერბიში გამარჯვების გოლი გავიტანე. უნდა ვთქვა, რომ ეს შესანიშნავი იყო, ძალიან ბედნიერი გახლდით, ნამდვილად კმაყოფილი.
დე ვრეი? სერია A-ში დიდი ბრძოლაა, მაგრამ ჰოლანდიაში მას როგორც მეგობარს ისე ვუყურებ. ხშირად დროს ერთად ვატარებთ, მილანი ტურინიდან მხოლოდ ერთი საათის გზაზეა დაშორებული. მომწონს, როდესაც იტალიაში ჰოლანდიურად ვლაპარაკობთ“, – თქვა დე ლიხტმა.