ტურინის „იუვენტუსი“ იანვარში შესაძლოა მერიჰ დემირალმა დატოვოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, თურქი მცველით „მილანი“ სერიოზულადაა დაინტერესებული.
ლომბარდიული გუნდი მზადაა ფრანკ კესიე გაყიდოს და მისი ტრანსფერიდან შემოსული თანხა დემირალის გადაბირებას მოახმაროს. „იუვე“ თურქი მცველის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.
დემირალი ტურინელებს ზაფხულში შეუერთდა, მაგრამ ჯერჯერობით ერთადერთხელ ითამაშა, „ვერონასთან“ და პენალტი აიკიდა. მერიჰის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა კი, მისთვის კიდევ უფრო საგანგაშო იმის ფონზეა, რომ ჯორჯო კიელინი ტრავმირებულია.