მთავარი / სიახლეები / პარატიჩი ვილიანის ტრანსფერისთვის ლონდონს ეწვია

პარატიჩი ვილიანის ტრანსფერისთვის ლონდონს ეწვია

ტურინის „იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის, ვილიანის გადაბირებას გეგმავს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ლონდონში იმყოფება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„იუვეს“ ვილიანის გადაბირება იანვრის სატრანსფერო პერიოდში სურს. შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები კი არ ხმაურდება.

აღსანიშნავია, რომ „ბებერ სინიორას“ ვილიანის ყიდვა მისმა ყოფილმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმაც ურჩია.

ბრაზილიელს ლონდონელებთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ ფრენკ ლამპარდს მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება უნდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …