მთავარი / სიახლეები / დანილო: “სარი გვარდიოლას ჰგავს, მაგრამ მეტი თავისუფლება უყვარს”

დანილო: “სარი გვარდიოლას ჰგავს, მაგრამ მეტი თავისუფლება უყვარს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ბრაზილიურ მედიას ესაუბრა და ტურინში გატარებულ პერიოდზე კომენტარი გააკეთა. გარდა ამისა, მაურიციო სარი და პეპ გვარდიოლა შეადარა.

„ინგლისში კლიმატი და ხალხიც კი ცივია, ყველა გაგებით. ტურინში უფრო მეტად ცხელა, გულშემატკივრები ახლოს არიან, ქუჩაში გთხოვენ ფოტოს, ავტოგრაფს. ინგლისში სიმშვიდე იყო, მაგრამ იტალიაში ყოფნა სასიამოვნოა, უფრო მოტივირებული ხდები. ადაპტაციას რაც შეეხება, ნელ-ნელა ვცდილობ.

სარის ფეხბურთის თანამედროვე იდეა აქვს, მოსწონს თავის დაცვა უფრო მაღლა კარიდან, ბურთის ფლობა. ის არ არის ისეთი მწვრთნელი, რომელიც სხვა იტალიელების მსგასვად დაცვას დიდ მნიშვნლობას რომ ანიჭებს. სერია A პრემიერლიგისგან ძალიან განსხვავდება, რომელიც უფრო ინტენსივობით პირველი ჩემპიონატია. იტალიაში უფრო პოზიციურ ფეხბურთს თამაშობენ, არც ისე ბევრი ფიზიკით და სისწრაფით, მაგრამ საჭიროა გადაწყვეტილებების ჭკვიანურად მიღება. ჩვენი მეტოქეები ყოველთვის ჩვენს შეცდომას ელოდებიან.

ზიდანი, გვრადიოლა, ტიტე, სარი? ჩემთვის ყველა მწვრთნელი მნიშვნელოვანი იყო.ზიდანი ფეხბურთელებს დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, ის ფეხბურთელებს სტიმულს აძლევს, როგორც ფეხბურთელობისას აკეთებდა. გვარდიოლას, ტიტეს და სარის ყველას თავისი თვისებები აქვთ. ისინი ძალიან ტაქტიკურები არიან, მეტოქეებს დიდხნას სწავლობენ. თუმცა, „სიტიში“ ყველაფერი უფრო მექანიკურად ხდებოდა, ყველა პასი, ყველა სანტიმეტრი ვარჯიშზე დამუშავებული იყო. სარი კი, უფრო მეტ თავისუფლებას გვანიჭებს, გვარდიოლა უფრო მომთხოვნი იყო მოძრაობების და პოზიციების დროს.

გვარდიოლას თამაშის სტილი გამარჯვებულია, სარიც იგივე მოდელითაა შთაგონებული, მაგრამ ამ იდეების იმ გუნდში სწრაფად მიტანა არაა ადვილი, რომელიც წლების განმავლობაშ სხვა ფეხბურთს თამაშობდა. გვარდიოლას ამისთვის „სიტიში“ ორი წელი დასჭირდა, სარიმ კი „იუვეში“ მცირე დროის მიუხედავად ძალიან კარგად დაიწყო მუშაობა“, – განაცხადა დანილომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …