ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა როდრიგო ბენტანკურმა „ჯენოასთან“ (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ურუგვაელი ნახევარმცველის განცხადებით, „იუვემ“ 90 წუთი ისე უნდა ითამაშოს, როგორც გენუელებთან პირველ ტაიმში ითამაშა.
„პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეორეში ჩავარდნა გვქონდა, მათ გაიტანეს და ბურთი ძალიან ხშირად დავუთმეთ. ვიცით, რომ ყოველთვის ის მენტალიტეტი უნდა გვქონდეს, რაც პირველ 45 წუთში, მთელი თამაში ასე უნდა ჩავატაროთ.
ბოლო მატჩებში თავს უკეთესად ვგრძნობ, ვიცი, რომ კიდევ უნდა მოვუმატო, მაგრამ სწორ გზაზე ვარ. მომდევნო თამაში „ატალანტასთან“ რთული იქნება, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ყველა შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება, რათა სეზონს ბოლოს, რაც შეიძლება მაქსიმუმი მივიღოთ“, – თქვა ბენტანკურმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 62 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 18 აპრილს, სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდება.