მთავარი / სიახლეები / სერია A / ანდრეა პირლოს კომენტარი “ჯენოასთან” მატჩის შემდეგ

ანდრეა პირლოს კომენტარი “ჯენოასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ჯენოასთან“ (3:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, სადებიუტო სეზონში მის მუშაობას 6 ქულით აფასებს.

„რა ქულით შევაფასებ ჩემს პირველ სამწვრთნელო სეზონს? 6 ქულით, რადგან უფრო მეტის გაკეთება შემეძლო. რაც შეეხება თამაშს – კარგად დავიწყეთ, სწორი დამოკიდებულებით და ყველაფერი მარტივად ჩანდა, შემდეგ გავუშვით, იმ მოენტში კონცენტრაცია გვაკლდა. ისინი სწრაფად თამაშობდნენ, გოლები სხვა მატჩებშიც გავუშვით და დღესავ იგივე მოხდა. მეორე ტაიმში სხვანაირად თამაში შეგვეძლო.

მეორე ნახევარში მინდორზე თამაშის დიდი სურვილით გავედით, მაგრამ სანაცვლოდ თავდახრილები ვიყავით, რამდენიმე საგოლე მომენტიც ვერ გამოვიყენეთ, რითაც შეგვეძლო თამაშის დახურვა, ამან კი ცოტა მოგვადუნა.

რონალდუს სურდა გოლების გატანა, ის ერთ-ერთი ჩემპიონია, რომელსაც სურს თავიანთი კვალის დატოვება ყველა თამაშში. მატჩის შემდეგ გაბრზებული იყო, როგორც ბევრი სხვა მოთამაშე გაბრაზებულა. იმიტომ იყო გაბრაზებული, რომ გოლის გატანა ვერ შეძლო და ნორმალურია, რომ მისი კალიბრის ფეხბურთელს ყოველთვის სურს გოლი გაიტანოს. არამგონია, რომ მაისურის გამო დავაჯარიმოთ კრიშტიანუს სურვილი გახდეს საუკეთესო ბომბარდირი, შეიძლება ჩვენთვის პრობლემა იყოს? ჩემპიონებს პირადი მიზნები ყოველთვის უნდა ჰქონდეთ, თუ რონალდუ 35 გოლს გაიტანს, ეს ნიშნავს, რომ „იუვე“ თამაშებს იგებს. პირადი მიზნებიც, გუნდის მიზნებია.

მიმდინარე სეზონში რამდენიმე მარტივ თამაშში ქულები დაკვარგეთ. ყოველდღე თავს გამოცდის ქვეშ უნდა ვიგრძნოთ თავი, პირველ რიგში მე, რადგან ჩემი სადებიუტი სეზონია. სირთულეები მიბიძგებს უფრო მეტი შრომისა და განვითარებისკენ. თუმცა, მართალია, რომ, როდესაც გარკვეული შედეგების არ მიიღწევა, პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება. ჩემი იდეაა თამაშში დომინანტები ვიყოთ, მაგრამ წელს ეს ყოველთვის ვერ შევძელით.

დიბალას მომავალი? ხელმძღვანელობა შეაფასებს სიტუაციას, მაქვს ბედნიერება, რომ დიბალასნაირ ფეხბურთელთან ვიმუშაო. ამ სეზონში ჩვენს განკარგულებაში თითქმის არ ყოფილა, ახლა დაბრუნდა და გამოვიყენებთ სეზონის ფინალურ ნაწილში“, – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 62 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 18 აპრილს, სტუმრად „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …