ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 30-ე ტურში შინ „ჯენოა“ დეიან კულუშევსკის, ალვარო მორატასა და ვესტონ მაკკენის გოლებით 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6.5 – პირველი ტაიმის ბოლო სკამაკას ეპიზოდში კარი იდეალურად დატოვა.
კუადრადო 6 – თავიდანვე ძლიერად დაიწყო და საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ შემდეგ მოუკლო.
ალექს სანდრო 6 – სოლიდური თამაში, საგოლე შანსიც ორჯერ ჰქონდა. ყვითელი ბარათი მიიღო, რომლის თავიდან არიდება შეეძლო.
დე ლიხტი 6 – ყოველთვის დასწრებაზე თამაშობდა, მოედნის ყველა ნაწილში. სკამაკას გოლის დროს დაეცა და თამაშის წესის დარღვევას ითხოვდა, მაგრამ ასე არ იყო.
კიელინი 6 – ის კარგად მართავდა დაცვას.
დანილო 7 – მოედანზე მოქმედებდა, როგორც მწვრთნელი. ყველას აძლევდა რჩევებს, განსაკუთრებით კიეზას. მაკკენის ფანტასტიკური საგოლე პასი გაუკეთა.
კულუშევსკი 7 – თავიდანვე ლამაზი გოლი გაიტანა. პირველ ტაიმში ძალიან კარგი იყო, მეორე ტაიმში კი რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
მაკკენი 7 – თამაშში ჩაერთო და მაშინვე გოლი გაიტანა. ასე უკეთესია.
ბენტანკური 5.5 – ზედიზედ მესამე თამაში ძირითადში ერთი კვირის ინტერვალით. ალბათ ცოტა დაიღალა და რამდენიმე არაზუსტი პასი გააკეთა.
რაბიო 6 – ის ქმნიდა რიცხობრივ უპირატესობას შეტევაში, მაგრამ ბოლოს მაინც არაფერი გამოსდიოდა.
რემზი შ.გ – უელსელმა მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა.
კიეზა 5.5 – საოცარი ამბავია, მაგრამ ის „იუვეში“ საუკეთესო არ იყო. მეორე გოლში მისი უდიდესი წვლილია განსაკუთრებული აჩქარებით, მაგრამ შემდეგ ხშირად არასწორად იმოქმედა, მათ შორის, კონტრშეტევაზე, როცა ყველაფრის დასრულება შეიძლებოდა.
არტური 6 – 15 წუთი ითამაშა და გუნდს ნახევარდაცვაში დაეხმარა.
მორატა 7 – დიბალა დაბრუნდა და ალბათ მას მოტივაცია მოემატა. გოლი გაიტანა, თუმცა, დროთა განმავლობაში მისი თამაშის ხარისხი დაეცა.
დიბალა 6 – ის ცდილობს რიტმში და კონდიციაში დაბრუნდეს.
რონალდუ 5.5 – მეორე გოლის დროს ცარიელ კარში ბურთი ძელს გაარტყა, მაგრამ ამავე დროს სწორედ მან დატოვა ბურთი თამაშში. მას თანაგუნდელები არც ისე ხშირად აძლევდნენ პასს.
პირლო 6.5 – დამოკიდებულება თავიდან ისევ სწორია, მაგრამ მეორე ტაიმში არა. ამასთან, „იუვე“ განსაკუთრებული შეფერხების გარეშე ახერხებს გამარჯვებას. ეს უკვე კარგია.