ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „ბენევენტოსთან“ არ ითამაშებს. იტალიური მედიის ცნობით, პორტუგალიელი განაცხადში არ იქნება.
რონალდუ გადატვირთული გრაფიკის გამო დაისვენებს, რადგან წინ გაცილებით მნიშვნელოვანი და რთული მატჩებია, ენერგია უნდა აღიდგინოს.
სამაგიეროდ გუნდს ლეონარდო ბონუჩი უბრუნდება, რომელიც გამოჯანმრთელდა და მზადაა ძირითადში ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ „ბენევენტო“ – „იუვენტუსის“ შეხვედრა 28 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.