ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ფერენცვაროში“ კრიშტიანუ რონალდუსა და ალვარო მორატას გოლებით მძიმედ, მაგრამ დაამარცხა და მერვედფინალის საგზური ოფიციალურად მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 5.5 – არც ის არის უნაკლო „ფერენცვაროში“ გოლში.
კუადრადო 6.5 – ამ გუნდის რეჟისტაა, ამჟამად შეუცვლელი ფიგურაცაა. ორი საგოლე პასი და ყოველთვის იმ იშვიათთაგანია, რომელიც გუნდს არასდროს ღალატობს.
დანილო 5.5 – ეს მისი საღამო არ იყო. უნგრელების გოლის დროს საშინლად ითამაშა, მაგრამ დანაშაულო გამარჯვების გოლის დროს კუადრადოზე იდეალური პასით გამოისყიდა.
დე ლიხტი 5.5 – პირველ სართულზე კარგი იყო, მაგრამ მეორეზე უჭირდა. სწორედ მეორე სართულზე წაგებული ბრძოლის შედეგად დაიბადა სტუმართა საგოლე შეტევა.
ალექს სანდრო 5.5 – ისიც უზუნის გოლის დროს ცუდად გაისარჯა. ვერ აიყვანა ნგუენი და დააგვიანა ეპიზოდში.
მაკკენი 5 – ალბათ ყველაზე ცუდი თამაში მას შემდეგ, რაც „იუვეშია“.
კულუშევსკი 5 – თამაშში საერთოდ ვერ ჩაერთო.
არტური 5.5 – ბურთით ის გარანტიაა, თავიდან იცილებს მეტოქის პრესინგს, მაგრამ შემდეგ ყოველთვის მოკლე ხაზზე თამაშობს.
რემზი შ.გ – უელსელმა ბოლო წუთები ითამაშა.
ბენტანკური 5 – საუკეთესო კონდიციისგან შორსაა, ჯერ კიდევ ვერ აითვისა, რასაც პირლო ნახევარმცველებისგან ითხოვს.
რაბიო შ.გ – რემზის დარად, მანაც ცოტა ხანი ითამაშა.
ბერნარდესკი 6 – საშინაო დავალება შეასრულა, ჰქონდა კარგი მომენტები, მაგრამ არ იყო სტაბილური და ვერ ითამაშა, ისე, როგორც „კალიარისთან“. თუმცა, გოლთან ახლოს იყო, ბურთი ძელს გაარტყა.
კიეზა 5.5 – ვერ შეძლო თამაშის გამწვავება და ერთ ეპიზოში ბურთი საკუთარ ნახევარზე დაკარგა.
დიბალა 4.5 – ძირითადში დაიწყო, მაგრამ არ იყო დამაჯერებელი. პირველი სახიფათო მომენტი მისი დარტყმით შეიქმნა, მაგრამ შემდეგ ყოველთვის არასწორ პოზიციაზე იყო. სინამდვილეში რონალდუ წინ მარტო იყო.
მორატა 7 – ჯერ ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
რონალდუ 7 – მის ანგარიშზე ძალიან მნიშვნელოვანი გოლია, რამაც „იუვე“თამაშში დააბრუნა.
პირლო 5.5 – პირველ ტაიმში ძალიან ცუდი „იუვე“ იყო, განსაკუთრებულად არც მეორე ტაიმში გაუმჯობესებულა. ორი თავდამსხმელის გარეშე გუნდს რაღაც აკლდა, ფეხბურთელების არყოფნა „ფერენცვაროშთან“ ალიბი არ არის. თუმცა არის ორი ტურით ადრე კვალიფიკაცია მერვედფინალში, მინიმალური მიზანი მიღწეულია.