ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს. გარდა ამისა, კომენტარი რთულ ეკონომიკურ პერიოდზეც გააკეთა.
„დიბალასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს, ყოველთვის ვსაუბრობთ და ყოველდღიურად და ყოველკვირეულად განვიხილავთ კონტრაქტის განახლების საკითხს. ვნახოთ რა მოხდება მომდევნო კვირებში, მაგრამ ეს არის ფართო დისკუსია, რომელიც ეხება არა მხოლოდ ფეხბურთს, არამედ მთელი მსოფლიოს მუშაობს.
ამ ზაფხულს ჩვენი ბევრი იჯარა განვახორციელეთ გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით, ისევე როგორც სხვა გუნდებმა, რადგან განსაკუთრებული პერიოდია“, – თქვა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. მომდევნო მატჩს ანდრეა პირლოს გუნდი შაბათს, სტუმრად „ბენევენტოსთან“ გამართავს. პაულო დიბალას რაც შეეხება, მას გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.