ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მეჰდი ბენატიამ განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე დიდი კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონია. მაროკოელმა ასევე გაიხსენა 2018 წელს „ნაპოლისთან“ წაგებული მატჩი, როდესაც კალიდუ კულიბალიმ პოზიცია მოუგო და ტურინში გამრჯვების გოლი გაიტანა.
„ნაპოლისთან“ კარგი თამაში გვქონდა, პირადად ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაში. კიელინის ტრავმის შემდეგ დაცვის ხაზს მარტო ვხელმძღვანელობდი. იმ კუთხურის დროს ჩემთან მსაჯი მოვიდა და მითხრა: „ბენა, მე შენ გიყურებ“. სწორედ ამ დროს კულიბალზე მეურვეობა დავკარგე და მან გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს რთული, სამწუხარო მომენტი იყო. ორი-სამი დღე არ მეძინა, ვარჯიშებზე არ ვსაუბრობდით. მომდევნო მატჩში „ინტერთან“ ალეგრიმ შემადგენლობაში არ დამაყენა, პერსონალურად ამან ცუდად გამხადა. საბედნიეროდ, საბოლოოდ პიპას გოლით მოვიგეთ და ბედნიერი ვიყავი.
მცველი ნესტა-მალდინის თამაშის გამო გავხდი, მადლობას ვუხდი მათ, რომ ეს როლი შემაყვარეს. კაპიტნები? კაპიტნის სამკლავურის ტარების რამდენიმე ინერპრეტაცია არსებობს. ტოტი გასახდელში ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ ის „რომას“ წარმოადგენდა. დი ნატალეც მაგალითი იყო, მაგრამ ბევრი ლაპარაკი არც მას უყვარდა. ჩემთვის ყველაზე მეტად კაპიტანი ჯიჯი ბუფონია. ნამდვილი ლეგენდა, თამაშების წინ ყოველთვის ლაპარაკობდა. „იუვესთან“ წარმოუდგენელი სიყვარული აკავშირებს და სერია B-შიც კი ამ გუნდში დარჩა. ყველასთვის მაგალითია“, – თქვა ბენატიამ.