აარონ რემზიმ „იუვენტუსის“ საწვრთნელი პროცესი გახსნა. უელსელი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც კონტინასას ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა.
მას შემდეგ, რაც იტალიის მთავრობამ სპორტსმენებს ბაზაზე ინდივიდუალურად მომზადების უფლება მისცა, საქმიანობას ნელ-ნელა ყველა გუნდი უბრუნდება. „იუვენტუსში“ ვარჯიშს პირველი სწორედ აარონი შეუდგა.
აქვე გეტყვით, რომ გუნდური საწვრთნელი პროცესის დაწყება 18 მაისიდან იგეგმება.